ოთხშაბათის დებატები
2004 წლის თებერვლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო რეგულარულად ატარებს საჯარო დებატებს, სადაც განიხილება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შემდეგი ასპექტები:
- სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაცია;
- ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები;
- საქართველოს საზოგადოება: სტერეოტიპები და ტაბუ;
- ქალაქი და მოქალაქეები.
აღნიშნული შეხვედრების მიზანია, წახალისდეს საჯარო დისკუსიები საკონსტიტუციო სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხებზე, ასევე, საჯარო დებატების კულტურის ხელშეწყობა.
დებატები ტარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ, ოთხშაბათობით 17:00 ან 18:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში თბილისში. დებატები ტარდება ქართულ ენაზე.
განცხადებები დებატების შესახებ თავსდება ვებ-გვერდზე www.boell.ge, ვრცელდება სოციალურ ქსელებში (Facebook) და, აგრეთვე, იგზავნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მათ, ვინც ვერ მოახერხა დებატებზე დასწრება, ჩვენ ვთავაზობთ ღონისძიების სრულ მიმოხილვას ქართულად და მიმოხილვის შემოკლებულ ვერსიას ინგლისურად ჩვენს ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დებატების შემდეგ, მომდევნო პარასკევს 17:00 სთ-ზე შესაძლებელია დებატების რადიო ვერსიის მოსმენა რადიო ”მწვანე ტალღის” ეთერში ტალღაზე FM 107.4.









