სასტიპენდიო პროგრამა

სასტიპენდიო პროგრამა

2003 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ატარებს ყოველწლიურ ”ადგილობრივ” სასტიპენდიო პროგრამას სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებული 25-მდე ახალგაზრდა მეცნიერისათვის სამხრეთ კავკასიიდან. მკვლევარები, რომელთა ასაკი 35 წელს არ აღემატება, მუშაობენ ინდივიდუალურ ინტრედისციპლინარულ პროექტებზე უახლესი ისტორიის, სოციოლოგიის და ქალაქის მდგრადი განვითარების სფეროებში. ვრცლად»

სიახლე

საგრანტო კონკურსი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს სასტიპენდიო პროგრამის ყოფილი მონაწილეებისთვის

აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ცხრაწლიანი საქმიანობის შედეგად ფონდმა წვლილი შეიტანა როგორც აკადემიისთვის, ისე სამოქალაქო საზოგადოებისთვის კვალიფიცირებული კადრების მომზადებაში. ფონდის ყოფილი სტიპენდიატები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მრავალი ახალი თემის და წამოწყების ავტორები არიან. ფონდისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში უკვე დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და არსებული ცოდნის საფუძველზე ახალი იდეების თუ ინიციატივების აღმოცენებას. ამ მიზნით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს თავისი ყოფილი სტიპენდიატებისთვის. ვრცლად»

კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო აცხადებს კონკურსს რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში

- სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აკადემიური კვლევების ჩატარებას. პროგრამის ამოცანები:
  • ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა განვითარების ხელშემწყობი ინდივიდუალური და ინტერდისციპლინარული კვლევების ჩატარებას;
  • ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე პროფესიონალების რეგიონალური ქსელის განვითარებას.
ვრცლად»

ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ

- ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სათაო ოფისმა გამოაცხადა საბუთების მიღება სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობაზე. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სათაო ოფისის ვებ-გვერდზე გერმანულად და ინგლისურად.

ღონისძიებები

ბაზალეთის საზაფხულო სკოლა: სახელწიფო, საზოგადოება და კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში

- 2010 წლის 18-24 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა, გეორგ-ეკერტის ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და გერანიის აკადემიური გაცვლითი სერვისის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში მოაწყო საზაფხულო სკოლა: სახელწიფო, საზოგადოება და კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში.
მეტი»

საზაფხულო სკოლა

სამხრეთ კავკასია: ახალი იდენტობის ძიებაში

- 2009 წლის 25-31 ივლისს დაბა ბაკურიანში ჩატარდა მორიგი - მე-6 საზაფხულო სკოლა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის მიმდინარე წლის და ყოფილმა სტიპენდიატებმა რეგიონიდან, აგრეთვე ფონდის სტიპენდიატებმა გერმანიიდან. ნ. ლეჟავა ვრცლად»

სტიპენდიატები

 სტიპენდიატები
ჩვენი ფონდის წლევანდელი სტიპენდიატები აწარმოებენ კვლევებს ისეთ თემებზე, როგორც ”ერევნის ვერნისაჟი როგორც ეროვნული იდენტობის სარკე და გენერატორი”, ”განათლების პროცესში სპეციალური მოთხოვნილებების მქონე ბავშვების სოციალური სტატუსი” და სხვ. მეტი»

სტიპენდიატების ქსელი

2004 წლიდან მოყოლებული 80-ზე მეტმა ახალგაზრდა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს სასტიპენდიო პროგრამაში. მათი კვლევები მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა სოციოლოგია, უახლესი ისტორია და მდგრადი ქალაქგანვითარება. მეტი»
საჯარო დისკუსია ქუთაისში

პარასკევს, 2013 წლის 17 მაისს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ რეგიონალურ დისკუსიაზე

კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ

ქუთაისში.

ძირითადი მომხსენებლები:

  • გივი ავალიანი, ბლოგერი
  • თამარ გურჩიანი, უფლებადამცველი
  • თათა ცოფურაშვილი, ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო „ძველი ქალაქი“

მისამართი: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. 6

Call for Project Proposals საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საბჭოთა წარსულის გააზრება Eu flag სტაჟირება ბიბლიოთეკა RFERL Livestream Find us on Facebook გენდერი სასტიპენდიო ნაშრომებში კინოფესტივალი: მე-ადამიანი