გენდერი სასტიპენდიო ნაშრომებში

გენდერული პოლიტიკა, ფემინისტური ანალიზი და დისკურსი ყოველთვის წარმოადგენდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფონდის თითოეული საერთაშორისო ბიუროს მიზანი დღემდე პატრიარქალური სტრუქტურების,  ძალაუფლებისა და დომინირების გენდერული თვალსაზრისით კრიტიკის ხელშეწყობა და მისი ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მუშაობა ვრცელდება ყველა დონეზე: სოციალური ურთიერთობები, პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, საჯარო სფერო.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროც ფოკუსს აკეთებს გენდერულ პრობლემატიკაზე. თანასწორობის კულტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული ფონდის სხვადასხვა პროექტები და აქტივობები.

წარმოგიდგენთ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ნაშრომებს გენდერულ პრობლემატიკაზე. წარმოდგენილი კვლევები ეკუთვნით სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებულ ახალგაზრდა მეცნიერებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა წელს ფონდის სტიპენდიატები იყვნენ.

საჯარო დისკუსია ქუთაისში

პარასკევს, 2013 წლის 17 მაისს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ რეგიონალურ დისკუსიაზე

კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ

ქუთაისში.

ძირითადი მომხსენებლები:

  • გივი ავალიანი, ბლოგერი
  • თამარ გურჩიანი, უფლებადამცველი
  • თათა ცოფურაშვილი, ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო „ძველი ქალაქი“

მისამართი: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. 6

Call for Project Proposals საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საბჭოთა წარსულის გააზრება Eu flag სტაჟირება ბიბლიოთეკა RFERL Livestream Find us on Facebook გენდერი სასტიპენდიო ნაშრომებში კინოფესტივალი: მე-ადამიანი