გენდერული პროგრამა
მიუხედავად იმისა, რომ 90–იან წლებში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ მოაწერა ხელი გაეროს კონვენციას ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის გაუქმებაზე, დე–იურე და, განსაკუთრებით, დე–ფაქტო ცვლილებები, რომელიც დღემდე იქნა მიღწეული, ჯერ კიდევ შორს არის სრულყოფილებისაგან.
ქალთა უფლებები არ არის საკმარისად დაცული და უზრუნველყოფილი სამართლებრივად და სათანადოდ აღიარებული ეროვნული პოლიტიკის შემუშავების პროგრამაში. ამგვარი წინდაუხედაობა ძირითადად აისახება გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაში. საერთო ჯამში, ქალთა ინტერესები უგულვებელყოფილია ოფიციალურ პოლიტიკაში, მედიასა და საჯარო დისკუსიებში.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანია ქალთა უფლებებით აღჭურვა და გენდერული დემოკრატიის პოპულარიზაცია.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მუშაობა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
- პოლიტიკური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკის დონეზე;
- დისკუსიები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის ქალთა ინიციატივების შესახებ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში;
- გამოცდილების გაცვლა იმისათვის, რომ მოხდეს ისლამურ და ქრისტიანულ საზოგადოებებში როლების შედარება, მაგ.: საქართველოდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან ან ბალკანეთიდან ქალთა მონაწილეობით;
- ინოვაციური მეთოდები ისტორიულ და ქალთა კვლევების სფეროებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი უფლებებით აღჭურვასა და გენდერულ თანასწორობას.









