საჯარო პოლიტიკის ნარკვევები

რეკომენდაციები პოლიტიკური სუბიექტებისათვის

როგორ ხედავენ იძულებით გადაადგილებული პირები მათი პრობლემების მოგვარების გზებს?

გავრცელებულია მოსაზრება, რომ დევნილთა ჯგუფები მხოლოდ საკუთარი, კერძო საკითხების მოგვარებასა და დახმარების მიღებაზე არიან ორიენტირებული და პრობლემების განზოგადოებისა და საკუთარი ინტერესების სისტემური დაცვის უნარი  ნაკლებად შესწევთ.  საზოგადოების, და, განსაკუთრებით, მისი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, ასეთი დამოკიდებულება, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად -  უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური პირობები, გადატანილი ტრაგედია, დეზინტეგრაცია და სხვა - აღრმავებს საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებიდან დევნილთა ჯგუფების გარიყულობას და მათით მანიპულირებისათვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის.
სრული ტექსტი pdf (14 გვ, 188 კბ) ნინო კალანდარიშვილი
საჯარო დისკუსია ქუთაისში

პარასკევს, 2013 წლის 17 მაისს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ რეგიონალურ დისკუსიაზე

კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ

ქუთაისში.

ძირითადი მომხსენებლები:

  • გივი ავალიანი, ბლოგერი
  • თამარ გურჩიანი, უფლებადამცველი
  • თათა ცოფურაშვილი, ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო „ძველი ქალაქი“

მისამართი: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. 6

Call for Project Proposals საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საბჭოთა წარსულის გააზრება Eu flag სტაჟირება ბიბლიოთეკა RFERL Livestream Find us on Facebook გენდერი სასტიპენდიო ნაშრომებში კინოფესტივალი: მე-ადამიანი